დიდ ხუთშაბათს სკოლები და ბაღები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ - რა დღეებში დაისვენებენ სააღდგომოდ საგანმანათლებლო დაწესებულებები
12-04-2023

სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საჯარო და კერძო სექტორში დასვენების დღეები ოფიციალური დოკუმენტითაა გაწერილი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დიდ ხუთშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, ფეხთბანას, გეთსემანიის ბაღში ლოცვას და იუდას გამცემლობას, საზოგადოებაში ყოველთვის ჩნდება კითხვა - ისვენებს თუ არა სკოლები და ბაღები დიდ ხუთშაბათს?

რამდენი ოფიციალური დასვენების დღე გვაქვს საქართველოში

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ დამატებით განგვემარტა, რომ დიდი ხუთშაბათი დასვენების დღე არ არის და სასწავლო თუ სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში უნდა წარიმართოს;

ორი სამუშაო დღე, როდესაც ბაღები დაისვენებენ - დეტალური ინფორმაცია

ზოგადსაგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებები კი პარასკევიდან, 14 აპრილიდან  4 დღით, 18 აპრილამდე დაიხურება; აქვე შეგახსნებთ, რომ ეს რეგულაცია ეხება საჯარო დაწესებულებებს, კერძო სკოლები და ბაღები კი დასვენების დღეებს თავად განსაზღვრავენ.

სააღდგომოდ სკოლების დასვენების დღეები ცნობილია - დეტალები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203