აბიტურიენტები 3 საგამოცდო საგნის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ - naec
14-05-2024
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებტან მორიგ შეხვედრას აანონსებს. ცენტრის განმარტებით აპლიკანტებს მათთვის საინტერესო კითხვებზე ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის საგნების ჯგუფების ხელმძღვანელები  უპასუხებენ.

„14 მაისს, 15:30 საათზე,
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით აბიტურიენტებისათვის კიდევ ერთი ონლაინ ღია კარის დღე ჩატარდება. გამოსაცდელების კითხვებს ამჯერად საბუნებისმეტყველო საგნების (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) ჯგუფების ხელმძღვანელები უპასუხებენ. შეხვედრა ტრადიციულად Microsoft Teams - ის პროგრამის საშუალებით გაიმართება“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

იხილეთ შეხვედრაზე დასასწრები ბმული.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203