„ნუცას ბაგა-ბაღის“ ​პატარებმა თოჯინური სპექტაკლი - „ეზოში ავი ძაღლია“ ნახეს
18-01-2024
„ნუცას ბაგა-ბაღის“ აღმზრდელ-პედაგოგები ბავშვების მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ.  ამისთვის სკოლამდელ დაწესებულებაში შექმნილია მრავალფეროვანი გარემო, სააღმზრდელო პროცესი კი გაჯერებულია, როგორც სახალისო, ისე შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობებით. 

ახლახან, ბაღში თოჯინების თეატრს უმასპინძლეს. პატარებმა სპექტაკლი - „ეზოში ავი ძაღლია“ ნახეს. 

ბავშვებისთვის თოჯინური წარმოდგენა შთამბეჭდავი აღმოჩნდა. პატარებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, სპექტაკლის შემდეგ კი ერთმანეთსა და აღმზრდელ-მასწავლებლებს მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს.   

„ნუცას ბაგა-ბაღში“ თითოეული ბავშვის ემოციურ, სოციალურ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა, ამიტომ ბაღის ორივე ფილიალის პატარები ყოველდღიურად სახალისო, შემოქმედებით და განმავითარებელ აქტივობებში არიან ჩართულნი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





იხილეთ ფოტოები სრულად
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203