თელავის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები დასუფთავების მასშტაბურ აქციას შეუერთდნენ
15-05-2024

თელავის N6 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეების წახალისებას იზრუნონ გარემოს დაცვაზე და ჯანსაღი ეკოლოგიურ გარემოს შექმნაზე. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლა მასშტაბურ დასუფთავების აქციას შეუერთდა. 

აქციაში, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის ოცი მოსწავლე, სკოლის დირექტორთან, სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ეკა კობიაშვილთან და ბიოლოგიის მასწავლებელ ირინა ხვედელიანთან ერთად ჩაერთო. 

აქცია - „მე ვალაგებ საქართველოს“, საქველმოქმედი ორგანიზაცია „სადაგის“ პროექტის - „სადაგი - ერთობლივი დალაგება“ და სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა. 

მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარედ დაასუფთავეს წინასწარ შერჩეული ტერიტორია, გამოიყენეს პარტნიორი ორგანიზაციის მიერ მოწოდებული დალაგებისთვის საჭირო ნივთები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დალაგების პროცესში მოსწავლეებმა შეაგროვეს 15-16 პარკი ნარჩენი და განათავსეს ისინი ურნასთან, ითანამშრომლეს თელავის მერიასთან ნარჩენის გატანასთან დაკავშირებით, თანამშრომლობისათვის სკოლა მადლობა მერიას და წარმომადგენელს გიორგი ყურაშვილს.

დასუფთავების შემდეგ მოსწავლეებმა სიამოვნებით მიირთვეს კომპანია სადაგის მიერ გამოგზავნილი ტკბილეული.

„მადლობა სამოქალაქო განათლების პროგრამას, პარტნიორ ორგანიზაციებს და „სადაგს“! მადლობა, თითოეულ მოსწავლეს აქციაში მონაწილებისთვის. მადლობა, თემის წევრებს და მშობლებს მხარდაჭერისთვის“, - ასე გამოხატავენ სკოლაში მადლიერებას წარმატებით განხორციელებული სამუშაოსთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203