2024 წლის ონის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
14-05-2024
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. 

ონის საჯარო სკოლაში შეკრებილ სკოლების გუნდებს შორის დღეს 2024 წლის „ონის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა. ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებისთვის ერთმანეთს ონის სკოლების 10 გუნდის 40 მოსწავლე ეჯიბრებოდა. 



კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს კონკურსის ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა მანანა ჩაგელიშვილმა და ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ნინო მეტრეველმა. ღონისძიებას კი ტრადიციულად „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.
   

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულიც გამოვლინდა:

2024 წლის „ონის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა ონის საჯარო სკოლის ერთ-ერთმა გუნდმა 65 ქულით.  გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი ქეთევან ხიდეშელი, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ ნიკოლოზ კობერიძე VII კლასი, ანი გავაშელიშვილი VI კლასი და ლუკა ნატმელაძე VI კლასი.


ღონისძიების სრული ფოტოკოლაჟი იხილეთ ბმულზე 


ასევე იხილეთ:

ონში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203