თელავის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ჩამოყალიბებასა და მათში გარემოსადმი სიყვარულის გაღვივებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში დედამიწის დღეს მრავალფეროვანი კვირეული მიეძღვნა.
კვირეულის ფარგლებში, პირველი კლასის მოსწავლეები დედამიწის დღის დაარსების ისტორიასა და დანიშნულებას გაეცნენ.
სასკოლო საზოგადოებამ ისაუბრა როგორ მოქმედებს ადამიანი გარემოზე, რა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დადგება დედამიწა, თუ არ ვიზრუნებთ მასზე.
აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი ნათია ესიტაშვილი გახლავთ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი კი, ნათია მაისურაძე.
დედამიწის კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა დარგეს მცენარეები სკოლის ეზოში და ნარჩენებისგან გაასუფთავეს ეზო.
იხილეთ ფოტოები: