ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება ბოზალის საჯარო სკოლაში
15-05-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოზალის საჯარო სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიმართულებით კი, არაერთი აქტივობა ეწყობა. 

რასაკვირველია, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც ქართული ენის დღე დარჩენილა. თარიღთან დაკავშირებით, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - ანაიდა თუმასიანის ხელმძღვანელობით, ზეიმი გაიმართა. 

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და იცეკვეს. მოსწავლეთა შემოქმედებითმა ნომრებმა მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში საზეიმო განწყობას შესაბამისი დეკორაციითა და ბუშტებით მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203