2024 წლის ამბროლაურის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
13-05-2024
ამბროლაურის სპორტ-სკოლაში 2024 წლის „ამბროლაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა. 

ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. „ეტალონი“ გუნდის ტიტულისთვის ერთმანეთს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლების 9 გუნდის 45 მოსწავლე ეჯიბრებოდა, ღონისძიებას კი  ტრადიციულად, „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.



კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილმა, ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა კახა რეხვიაშვილმა და ამბროლაურის მერიის განათლების, კულტურის,  ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა ნანა ბოჭორიშვილმა. 

ღონისძიების დაწყებამდე, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.



კონკურსში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული 5-5 წევრიანი გუნდები მონაწილეობდნენ. 20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ:

2024 წლის „ამბროლაურის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა ჭრებალოს სკოლის გუნდმა 67 ქულით.  გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი ლუკა კიბაბიძე, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ ანა სოფრომაძე VII კლასი, ლაზარე სანთელაძე VI კლასი, ლიზი სვანიძე VII კლასი და ბარბარე გოგოლაშვილი VI კლასი. 

მეორე ადგილზე 64 ქულით გავიდა ნიკორწმინდის საჯარო სკოლის გუნდი VII კლასელი საბა მომცელიძის კაპიტნობით. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ნიკოლოზ ნადირაშვილი VII კლასი, ნინო ნადირაშვილი VI კლასი, მარიამ ჭოხონელიძე VI კლასი და მართა გეგეშიძე VI კლასი.

მესამე ადგილი კი მოიპოვა ტოლის საჯარო სკოლის გუნდმა ასევე 64 ქულით. გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი ანამარია ლომთაძე. შემადგენლობაში კი შედიოდნენ: ვასილ ჩაჩხუნაშვილი VII კლასი, ანასტასია ბერუაშვილი VI კლასი, მარიამ ჯოხაძე VI კლასი და ზურაბ სვანიძე VI კლასი.

აღსანიშნავია, რომ ნიკორწმინდის და ჭრებალოს საჯარო სკოლების გუნდებმა თანაბარი, 64-64 ქულა დააგროვეს, თუმცა მესამე ადგილზე გასულ ნიკორწმინდის საჯარო სკოლის გუნდს ამისთვის 204 წამი დასჭირდა, ხოლო ტოლის საჯარო სკოლის გუნდს - 316 წამი. 

ღონისძიების სრული ფოტოკოლაჟი იხილეთ ბმულზე 


ასევე იხილეთ:

ამბროლაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203