2024 წლის ცაგერის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
15-05-2024
ცაგერის საჯარო სკოლაში 2024 წლის „ცაგერის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა. 

ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. „ეტალონი“ გუნდის ტიტულისთვის ერთმანეთს ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლების 14 გუნდის 70 მოსწავლე ეჯიბრებოდა, ღონისძიებას კი  ტრადიციულად, „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავამ, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსმა გოგი კვირიკაშვილმა და ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ირაკლი სილაგაძემ.

ღონისძიების დაწყებამდე, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.

კონკურსში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული 4-4 წევრიანი გუნდები მონაწილეობდნენ. 20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ:

2024 წლის „ცაგერის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა ბარდნალის სკოლის გუნდმა 84 ქულით.  გუნდს ხელმძღვანელობდა VI კლასელი თამარ ჩარკვიანი, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ მათე ვეკუა VI კლასი, გიორგი ფუტკარაძე VI კლასი და საბა ხეცურიანი VI კლასი. 

მეორე ადგილზე 71 ქულით გავიდა ცაგერის საჯარო სკოლის გუნდი VII კლასელი ლუკა ჭაბუკიანის კაპიტნობით. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ბარბარე გუგავა VII კლასი, ელენე გზობავა VII კლასი და საბა ლარცულიანი VI კლასი.

მესამე ადგილი კი მოიპოვა ზუბის საჯარო სკოლის გუნდმა 67 ქულით. გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი ანასტასია ჩაკვეტაძე. შემადგენლობაში კი შედიოდნენ: ბარბარე ბენიძე VII კლასი, ნიკოლოზ გაზდელიანი VI კლასი და ნინო ბენიძე VI კლასი.

აღსანიშნავია, რომ მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილზე გასულმა გუნდებმა თანაბარი 67-67 ქულა დააგროვეს, თუმცა ზუბის საჯარო სკოლის გუნდმა ეს ყველაზე მცირე დროში 177 წამში მოახერხა, მეოთხეადგილოსან ალპანის საჯარო სკოლის გუნდს კი იმავე შედეგისთვის 212 წამი დასჭირდა, ხოლო ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის გუნდს - 235 წამი. 



ასევე იხილეთ:

ცაგერში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203