ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები ფეროშენადნობთა ქარხანას ესტუმრნენ 
15-05-2024

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა განვითარებისთვის ფორმალურ განათლებასთან ერთად, დიდი ყურადღება ექცევა არაფორმალურ განათლებას. სასკოლო საზოგადოებას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ეს მოსწავლეებს, კარიერის დაგეგმვასა და ინტერესების წარმოჩენაში ეხმარება.

სწორედ ამ მიზნით, სკოლის საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრებმა დაგეგმეს სასწავლო ვიზიტი ქართული ეკონომიკის ფლაგმან-ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, რომელიც პედაგოგების დალი ბარათაშვილის ( ქიმია) და ხათუნა ებანოიძის( გეოგრაფია) თაოსნობით განხორციელდა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მე-10 და მე-11კლასების მოსწავლეები. მათ ინტერესით დაათვალიერეს ქარხნის საამქროები და ქიმიური ლაბორატორია. ისინიაეცნენ ქარხნის ისტორიასა და უშუალოდ დაესწრნენ ლითონის დნობის პროცესს.  ბავშვებმა, ასევე შეიტყვეს ბევრი საინტერესო ინფორმაცია მეტალურგის პროფესიის შესახებ, რაშიც მათ ქარხნის ცნობილი მეტალურგები  დაეხმარნენ.

ქარხნის საამქროებმა და იქ ნანახმა პროცესებმა მოსწავლეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

სკოლაში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ხელმძღვანელობას და პირადად, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს - ლია ბარბაქაძეს, გულითადი მიღებისა და საინტერესო, შემეცნებითი საუბრებისათვის მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203