ტესტის ნიმუში, მაქსიმალური ქულა, საგამოცდო დრო ცნობილია, საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების მსურველებისთვის
15-05-2024
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წელს პირველად ატარებს საბაზო პროფესიული უნარების გამოცდას, რომელიც წარმოადგენს სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა მინიმალური კომპტენციების ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც შემუშავდა საგამოცდო პროგრამა.

საბაზო პროფესიული უნარების საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 45.

საგამოცდო ტესტში სხვადასხვა ტიპის 37 დავალებაა გამოყენებული, მათგან:

  • 30 - არჩევითპასუხიანი დავალება;
  • 3 - შესაბამისობის დავალება;
  • 4 - ღია დავალება.
გამოცდის ხანგრძლივობაა 4 საათი.  

იხილეთ ტესტის ნიმუში
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203