„გავუფრთხილდეთ დედამიწას“ - საქობოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და გარემოს დაცვის მხარდასაჭერი აქტივობები
15-05-2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეებმა ნახატების გამოფენა დევიზით „გავუფრთხილდეთ დედამიწას“ მოაწყეს.

მე-6 კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთები. მათ, ასევე მეორე სასწავლო კორპუსის ეზოში მწვანე ნარგავები დარგეს.

გარემოსდაცვით აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203