წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები მასშტაბურ გარემოსდაცვით აქციას შეუერთდნენ
15-05-2024

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას და მათ წახალისებას იზრუნონ გარემოზე. 

სწორედ ამ მიზნით, სასკოლო საზოგადოება შეუერთდა მაშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას. 

ორგანიზაცია „სადაგის“ ორგანიზებით და სკოლის პედაგოგების: ნატო კვარაცხელიას და ინგა რატიას ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სკოლის მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების აქციაში - „მე ვალაგებ საქართველოს“, მონაწილეობდნენ

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა აქტიურად, ხალისით, მონდომებით და მოტივაციით დაასუფთავეს შერჩეული სხვადასხვა ლოკაცია

„ვისაც შეუძლია დაალაგოს თავისი ქვეყანა, მას შეუძლია იყოს ყველაფერში წარმატებული“, - მოსწავლეები მწერალ დათო ტურაშვილი ამ სიტყვების ირგვლივ გაერთიანდნენ და გაიაზრეს თითოეული ადამიანის როლი ჯანსაღი ეკოლოგიურის გარემოს შექმნაში. 

აღსანიშნავია, რომ ბოლოს, „სადაგი“ ტკბილეულით გაუმასპინძლდა აქციის მონაწილე მოსწავლეებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203