ხოჯორნის საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი გაიმართა
03-01-2018
ხოჯორნის საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლების თქმით, ღონისძიებისთვის მზადება მოსწავლეებმა ადრიანად დაიწყეს და ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მოსწავლეებმა სცენაზე ზღაპრის გმირები გააცოცხლეს და საკუთარი შემოქმედებითაც წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. 

ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ძმერ პაპი ძიუნანუშით, შახტა ბაბა ქარ ქიზით. ისმოდა ქართული ლექსები და სიმღერები. ღონისძიების მხატვრული ხელმძღვანელი ნარინა ასატრიანი იყო, რომელმაც მონაწილეებისთვის სახალისო ვიქტორინაც მოაწყო და გამარჯვებულები საკუთარი სახსრებით შეძენილი საჩუქრებით დააჯილდოვა. რაც შეეხება ტექნიკურ ნაწილს, მას ისტორიის პედაგოგი, ლუსინე ასატრიანი ხელმძღვანელობდა.  

ღონისძიებას მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად, მოსკოვიდან, ერევნიდან, კიროვაკანიდან და როსტოვიდან ჩამოსული პატარებიც ესწრებოდნენ.  ძმერ პაპის საჩუქრები მათაც ერგოთ. საჩუქრები სკოლის პედაგოგებსაც გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203