„ქართული მარტო ენაა?“ - ივერიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ღონისძიება
29-04-2024
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი, იქ მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. 

ახლახან, II, III და IV კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ზეიმი - „ქართული მარტო ენაა?“ გამართეს. მოსწავლეებმა სადღესასწაულოდ მორთულ გარემოში ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და დამსწრე საზოგადოებას ქართული ენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

აღსანიშნავია, რომ საზეიმო განწყობა მთელ სკოლაში სუფევდა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203