ბენარისა და ხევაშენის საჯარო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
29-04-2024
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარისა და ხევაშენის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ინტერესებზე, განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

აღსანიშნავია, რომ ორივე სკოლის სასკოლო საზოგადოება აქტიური და მიზანდასახულია. ამჯერად, სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დირექტორების, ნინო ფორჩხიძისა და მარიტა შველიძის ინიციატივით, სკოლები ავტორიზაციის სტანდარტის ოთხივე მიმართულებით ითანამშრომლებენ.

„წარმატება ვუსურვოთ ორივე სკოლას“,- ასეთია სკოლების გზავნილი

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203