ლაილაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნეს
29-04-2024
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. 

ამჯერად, ისინი დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ და მათი საყვარელი სკოლის ეზო დაასუფთავეს და მცენარეები ხალისით დარგეს. ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ამ დღის შესახებ ისაუბრეს. 
 
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203