დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი კვირეული ჩხორიის საჯარო სკოლაში
29-04-2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი კვირეული მიეძღვნა.

კვირეული, ეკოკლუბის - „ფესვების“( ხელმძღვანელი: მ.ქარდავა), ეკოსკოლელებისა ( ხელმძღვანელი: ი.ხვიჩავა) და სამოქალაქო განათლების კლუბის -„ნიკე“( ხელმძღვანელი: მ.არახამია), ერთობლივი ინიციატივით მოეწყო. 

კვირეულის ყოველი დღე საინტერესო აქტივობებით იყო გაჯერებული: 

1-ელ დღეს მოეწყო ნახატების გამოფენა, მე-2 დღეს მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით, მოსწავლეებმა ხეები კირით შეათეთრეს; მე-3 დღეს ანიმაციური ფილმის - „განადგურებული დედამიწა“, ჩვენება და დისკუსია გაიამრთა; მე-4  ვიქტორინას დაეთმო, მე-5 დღეს კი კვირეული საზეიმოდ დაიხურა. 

აღსანიშნავია, რომ კვირეულის მიზანი, მოსწავლეთა და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, მათი ყურადღების მიპყრობა გარემოში მიმდინარე ცვლილებებისადმი, ეკოლოგიური პრობლემების წარმოდგენა და მისი დაძლევის გზების ძიება გახლდათ. 

ცნობისთვის, დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203