„ჩემი ახლობლის პორტრეტი“ - ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი ღია გაკვეთილი
29-04-2024

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ. მასწავლებლები, დირექციასთან ერთად, თავს არ ზოგავენ, რათა მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს. 

ამჯერად, VI კლასში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა. 

ღია გაკვეთილი სახვით და გამოყენებით ხელოვნების შესწავლის ფარგლებში გაიმართა და თემა გახლდათ-  „ჩემი ახლობლის პორტრეტი“. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს პედაგოგი ელისო კიკვაძე ხელმძღვანელობდა, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სამუშაო პროცესში, ინტერესით უსმენდნენ მასწავლებელს და თამამად გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებსაც. 

მოსწავლეები შემოქმედებით აქტივობებშიც ჩაერთნენ და საინტერესო პორტრეტები შექმნეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203