ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებას შეწირულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
26-04-2024
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობები ეძღვნება.

ახლახან, სკოლაში, 9 აპრილთან დაკავშირებით, აქტივობები გაიმართა. მოსწავლეებმა 9 აპრილი, როგორც ქართველი ერის ეროვნული დღესასწაული აღნიშნეს და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ ლექსები წაიკითხეს, პრეზენტაცია გამართეს და თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

გარდა ამისა, თემატური ნამუშევრები მოამზადეს, სათქმელი გააჟღერეს და საქართველოს ისტორიის ცოდნა გამოავლინეს. ისინი თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა თავგანწირვას აფასებენ და იაზრებენ.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203