ხავეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები და X-XI-XII კლასების მოსწავლეები სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას წარმატებით გადიან
29-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის ქართული ენის სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვრიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები და X-XI-XII კლასების მოსწავლეები ადგილზე გადიან  ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო  ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის A2 და B1 დონის კურსებს ცირა მამაცაშვილის ხელმძღვანელობით.

პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის სკოლამ გამოყო თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შესაბამისი ფართი და ყველა საჭირო ინვენტარი.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეები და მასწავლებლები დიდი მონდომებითა და მაღალი პასუხისმგებლობით მონაწილეობენ სასწავლო პროცესში სახელმწიფო ენის დასაუფლებლად და კარგი შედეგებიც აქვთ.

„ისინი წარმატებით იყენებენ თავიანთ ცოდნას, რაც იმის ნიშანია, რომ ინტეგრაცია, რასაც აღნიშნული პროგრამა ემსახურება , მიმდინარეობს წარმატებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203