„აკვარიუმის მეთოდი“ და საინტერესო დისკუსია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში
29-04-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პროფესიონალი პედაგოგები, სასწავლო პროცესში თანამედროვე და ინოვაციურ მიდგომებს იყენებენ, რათა გაკვეთილები მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო იყოს. 

ამჯერად, მე-9 კლასში, სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების ფარგლებში, პედაგოგ, ირინა მიქავას ორგანიზებით, გაიმართა დისკუსია სამშვიდობო მისიებზე, „აკვარიუმის მეთოდის“ გამოყენებით.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აღნიშნული მეთოდის „თევზის აკვარიუმის“ (Fishbowl), ან უბრალოდ „აკვარიუმის“ მეთოდი გამოიყენება ჯგუფური დისკუსიის დროს, რომლის გამოყენება პირველად მოხდა გაკვეთილზე. როგორც სკოლაში ამბობენ, ნაბიჯ-ნაბიჯ კი მოსწავლეები ექსპერტები ხდებიან.

სკოლაში მეთოდის თავისებურებებიც განიხილეს:

ეს არის ტრადიციული დებატების ალტერნატივა;
ცვლის მრგვალ მაგიდასთან დისკუსიას;
წაახალისებს დინამიკურ მონაწილეობას;
სასარგებლოა წინააღმდეგობრივ თემებზე მუშაობისას;
თავიდან გვაცილებს ხანგრძლივ პრეზენტაციებს.

კლასი იყოფა ორ ჯგუფად. ერთ ჯგუფს დამკვირვებლის ფუნქცია აქვს, მეორეს – მოქმედი ჯგუფისა. ჯგუფების წევრთა რაოდენობა არათანაბარია. მცირერიცხოვანი ჯგუფი (6-8 მოსწავლე) განლაგდება წრიულად საკლასო ოთახის შუაგულში. თანაკლასელები მათ გარშემო წრიულად სხდებიან. შიდა წრეში მიმდინარეობს. შიდა წრე შეიძლება იყოს დახურული ან ღია. ღია წრე გულისხმობს იმას, რომ დამკვირვებელ მოსწავლეებს შეუძლიათ დისკუსიაში ჩართვა, რისთვისაც შიდა წრეში თავისუფალი სკამია გამოყოფილი. მსურველი ჯდება ამ სკამზე, გამოთქვამს თავის მოსაზრებას და გარე წრეში კვლავ თავის ადგილს, ანუ დამკვირვებლის პოზიციას უბრუნდება.

გარე წრეს შეიძლება სხვადასხვა დავალება ჰქონდეს:

ა) თვალყური ადევნონ დისკუსიას, იფიქრონ თავიანთ არგუმენტებზე, რათა ის მოგვიანებით გააცნონ მთელ კლასს. ამ შემთხვევაში ორიენტაცია აღებულია დისკუსიის შინაარსზე. ასეთ შემთხვევაში მოსახერხებელია ღია ტიპის შიდა წრე.

ბ) დააკვირდნენ დისკუსიის მიმდინარეობისას მონაწილეთა მიერ დისკუსიის წესების დაცვას, სოციალურ ქცევებს, მონაწილეთა პოზიციების დამაჯერებლობას და ა.შ. დისკუსიის მიზანია საუბრის ხელოვნების აღზრდა. ამ მიზანს შეესაბამება დახურული შიდა წრე.

გარე წრისათვის მინიჭებული ფუნქციის მიხედვით განისაზღვრება დისკუსიის შემდეგ საერთო საკლასო განხილვის შინაარსი. პირველ შემთხვევაში (ა) დისკუსია გრძელდება, მეორეში (ბ) – ხდება დისკუსიის მიმდინარეობის ანალიზი და შეფასება.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ სასურველია მორცხვი და გაუბედავი მოსწავლეების ჩაბმა, თავდაპირველად დამკვირვებლის როლში. ისინი თანდათან, შეუმჩნევლად შეძლებენ თავიანთი წვლილის შეტანას დისკუსიაში. გარდა ამისა, შიდა წრის წევრების ქცევა გაუბედავი მოსწავლეებისათვის ერთგვარი სტიმული იქნება.

გარე მონაწილეები ერთ რომელიმე მხარეს ემხრობიან და როცა ორთაბრძოლაში ჩართვის სურვილი უჩნდებათ, ორთაბრძოლის მონაწილეს მხარზე ადებენ ხელს. ისინი ადგილებს ცვლიან.

ამ მიდგომით, დისკუსია მეტად საინტერესო, ინტერაქციული და შედეგიანი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203