„ზესტაფონის მომავლის სკოლის“ მე-12 კლასის მოსწავლეები - გიორგი ქველიაშვილი და ლუკა ბერაძე მათემატიკის ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
29-04-2024

„ზესტაფონის მომავლის სკოლა“ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

ამჟამად, სკოლაში მე -12 კლასის მოსწავლეების - გიორგი ქველიაშვილს და ლუკა ბერაძის წარმატებას აღნიშნავენ. 

მე-12 კლასელებმა აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტში, მათემატიკაში აბიტურიენტებისთვის ჩატარებულ კონკურსში მიაღწიეს წარმატებას. 

მოსწავლეებს უნივერსიტეტისგან წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.   

მოსწავლეთა მათემატიკის მასწავლებელი გურანდა სხილაძე გახლავთ, რომელიც მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს და არაფორმალური განათლების პროექტებში მათ ჩართულობას ახალისებს.  

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ. 

„ვულოცავთ მე -12 კლასის მოსწავლეებს - გიორგი ქველიაშვილს და ლუკა ბერაძეს კონკურსში მიღწეულ წარმატებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203