„თბილისის კულტურული ძეგლები“ - თბილისის N28 სკოლის IX-X კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პროექტი
29-04-2024

თბილისის N28 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

18 აპრილს, სკოლის IX-X კლასებში ისტორიის მასწავლებელმა - ია ტუშურმა კულტურული ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩაატარა პროექტ-გაკვეთილი - „თბილისის კულტურული ძეგლები“, სადაც მოსწავლეებმა ნასწავლი მასალისა და მოძიებული ინფორმაციის გამოყენებით გააკეთეს საინტერესო პრეზენტაციები სამების, მეტეხის, ანჩისხატის, ქაშვეთის შესახებ, ისაუბრეს მათ ისტორიებზე, იმსჯელეს თბილისის ძველ და ახალ ხედებზე. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტ-გაკვეთილი ეყრდნობოდა საგნობრივ სტანდარტებს, რომლის მთავარი მიზანი იყო:  მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ ქართული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები  ეს კულტურული მემკვიდრეობაა და სათუთი ფენომენია, რომელიც მოითხოვს დაცვას და მომავალი თაობებისთვის გადაცემას.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203