აბიტურიენტებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან - ინსტრუქცია, როგორ უნდა დაესწროთ NAEC-ის შეხვედრას
11-03-2024
13 მარტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ონლაინ ღია კარის დღეს გამართავს. შეხვედრა Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით 15:00 საათიდან 16:00 საათამდე ჩატარდება.
 
იხილეთ შეხვედრაზე დასასწრები ბმული.
 
ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი და საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი მაია გაბუნია მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. გამოსაცდელები შეიტყობენ, თუ რა უნდა გაითვალისწინონ რეგისტრაციის დროს, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას, აგრეთვე, რომელია ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართება.
 
ონლაინ ღია კარის დღეები მომავალშიც ჩატარდება. დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203