მასწავლებლები და დირექტორები მთელი წლის განმავლობაში ტრენინგებს გაივლიან
07-03-2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში, პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ტრენინგების ციკლი ჩატარდა თემაზე - პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერება.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერის ქვეპროგრამა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს და მასწავლებლებს წლის გამავლობაში შესთავაზებს აღნიშნულ ტრენინგს.

ასევე, 2024 წელს დაგეგმილია ტრენინგები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგის გავლის შემდეგ, პროფესიული განათლების მასწავლებლებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203