მურჯახეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი საზეიმო ღონისძიება 
04-03-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა ეწყობა. 

ამ მხრივ, წინასაახალწლო პერიოდიც დატვირთული იყო. სკოლაში ახალი წლის მოახლოება თემატური ღონისძიებით აღნიშეს, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები განსაკუთრებული ხალისით ჩაერთნენ. მათ ახალი წელი საჩუქრებით თოვლის ბაბუამ მიულოცა.

ეთნიკურად ქართველმა და სომეხმა მოსწავლეებმა ლექსები წარმოთქვეს, იმღერეს და იცეკვეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და იხალისეს. 

როგორც სკოლაში ამბობენ, ეს ღონისძიება დიდხანს ემახსოვრება ზეიმზე მყოფ საზოგადოებას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203