საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის X კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს გარემოსდაცვითი პროექტი მიუძღვნეს
29-04-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეებს შთააგონებენ, რომ გარემოზე ზრუნვა და მისი მოვლა თითოეული ადამიანის მოვალეობაა. სწორედ ამიტომ, მათი ხელმძღვანელობით, სკოლაში გარემოსდაცვითი აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლა დედამიწის დღის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდა. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სკოლაში, X კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მარიამ ბერიძე) სამოქალაქო განათლებაში (პედაგოგი თეა ხარაზიშვილი) საინტერესო პროექტი წარადგინეს.

მოსწავლეებმა გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგეს ხე, რითაც წვლილი შეიტანეს ბუნების გალამაზებასა და გამწვანებაში.

აქტივობებში ისინი ინტერესითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას დაესწრნენ ხარისხის მართვის მენეჯერი მაყვალა ანთაძე და სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი მზიური კოჩალიძე.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203