კუჭატნის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი შეხვდა
29-04-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მნიშნელოვანი აქტივობებითაა გაჯერებული.

ახლახან, სკოლაში, ეკოკლუბის ინიციატივით, კახეთის მხარეში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან - ეთერ შიუკაშვილთან შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრაზე ეთერ შიუკაშვილმა, ეკოკლუბის წევრებთან მეტად აქტუალურ თემებზე ისაუბრა, მათ შორის იყო გენდერი, ძალადობის ფორმები, ქალთა ფემიციდი და სტატისტიკა, ტრეფიკინგი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრამ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეები აღნიშნული თემებით დაინტერესდნენ და სურვილი გამოთქვეს, რომ ასეთ შეხვედრებს რეგულარული ხასიათი მიეცეს. შეხვედრის დასარულს, სკოლას მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ბროშურები და პლაკატები გადაეცა, რაც სკოლის სივრცეში განთავსდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203