ბოდბისხევის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებების კვირეული მიეძღვნა 
29-04-2024

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებების კვირეული მიეძღვნა. 

შთამბეჭდავი იყო კვირეულის დასკვნითი აკორდიც.

ღონისძიებაზე,  I,II, III და IV კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს მხატვრულ-თემატური ღონისძიება - „ო,ენაც ჩემო...“.

აღსანიშნავია, რომ კვირეულის მანძილზე IV კლასის მონაწილეობა პედაგოგ მარინე ტყემალაძის ხელმძღვანელობით განისაზღვრა შემდეგი აქტივობებით:

1. ერთი თვის განმავლობაში კლასში აღირიცხებოდა ყველა მოსწავლის დამახინჯებულად წარმოთქმული სიტყვა, ბარბარიზი, ნეოლოგიზმი და სხვა გადაცდომები. აქტივობა მიმდინარეობდა სლოგანით - „მე ვაბინძურებ დედა ენას“;

2. მოეწყო კალიგრაფიის კონკურსი. დირექციამ დააჯილდოვა ნინი და მარიამ ხატიაშვილები და დათუნა სამხარაძე;

3. დებმა - მარიამ და ნინი ხატიაშვილებმა შექმნეს ელექტრონული რესურსები;

4. ღონისძიების ბოლო ნაწილში, IV კლასის მოსწავლეები შთამბეჭდავად წარდგნენ სასკოლო საზოგადოების წინაშე და დაიმსახურეს ბევრი გულწრფელი ემოცია და ოვაცია.

ბოდბისხევის საჯარო სკოლაში, III კლასის მოსწავლეებმა პედაგოგის ნინო ფხოველიშვილის ხელმძღვანელობით, დედა ენის დღესთან დაკავშირებით, ჩაატარეს შემდეგი აქტივობები:

1. მთელი კვირის განმავლობაში მოსწავლეები ეცნობოდნენ „დედა ენის“ ფუძემდებლის ი.გოგებაშვილის და მისი თანამოაზრეთა სიკეთეს;

2. შექმნეს კედლის გაზეთი - „ბურჯი ეროვნებისა“;

3. მოიძიეს მასალა წერა-კითხვის გამავრცელებელთა საზოგადოებაზე;

4. საკუთარი ხელით შექმნეს დედა ენა;

5. აქტიურად ჩაერთნენ სასკოლო დასკვნით ღონისძიებაში.

კვირეული მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203