„ვეფხისტყაოსანი ჩვენია“ - ხონის N2 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პროექტი 
29-04-2024

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

ახლახან, ხონის N2  საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი -„ვეფხისტყაოსანი ჩვენია“. 

მოსწავლეებმა პროექტზე პედაგოგ მარიამ მამაიაშვილის ხელმძღვანელობით, იმუშავეს. 

მათ ზეპირად წაიკითხეს საყვარელი ადგილები უკვდავი პოემიდან, წარმოადგინეს საინტერესო გამოფენა-პრეზენტაციები, საკუთარი ხელით დახატული შოთა რუსთაველისა და მისი უკვდავი პერსონაჟების პორტრეტები, გამოავლინეს ნაწარმოების სიღმისეული ცოდნა. 

პროექტი დასრულდა აქტივობით - ვინ მეტი აფორიზმი იცის „ვეფხისტყაოსნიდან“. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203