მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
26-04-2024
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მეხუთე კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ლენა უგულავას ხელმძღვანელობით, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა სკოლაში მათი საყვარელი წიგნები მიიტანეს, საიდანაც მნიშვნელოვანი ეპიზოდები წაიკითხეს. დასასრულს კი, ბიჭებმა სასკოლო საზოგადოება სამშობლოს თემაზე შექმნილი ულამაზესი ლექსებით დაატკბეს.

აღსანიშნავია, რომ მეხუთეკლასელებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ამ დღის მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203