ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის ეზო მოსწავლეებმა კიდევ უფრო გაალამაზეს
29-04-2024
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე იზეიმეს.

თარიღთან დაკავშირებით, V-VIII კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლის - ნანა კობერიძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოს უფრო მეტად გალამაზებაში წვლილი შეიტანეს. მათ სხვადასხვა მცენარეები დიდი ხალისითა და მონდომებით დარგეს.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ბუნებაზე ზრუნვას გააძლიერებენ და ჩვენი პლანეტის გადარჩენისა და სიცოცხლისათვის მონდომებას არ დაიშურებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203