სკოლებში ახალი პროგრამა ინერგება - პედაგოგებთან და მშობლებთან შეხვედრები გაიმართება
21-06-2022
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი საჯარო სკოლებში ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის პროგრამების დანერგვაზე აქტიურად მუშაობს.

2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის მიერ საქართველოს 4 საჯარო სკოლის 8 კლასში წარმატებით განხორციელდა ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის პროგრამა 13 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის - "ცოცხალი შესრულებით ანუ ფონოგრამის გარეშე” (EU DAP Unplugged Program). აღნიშნული წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პროგრამას და დღეს ევროპის არაერთ ქვეყანაში ინერგება.

საქართველოს 28 საჯარო სკოლის 34 კლასში კი წარმატებით განხორციელდა ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის პროგრამა 13 წელს ზემოთ ასაკის მოზარდებისათვის. პროგრამა ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა.

პროგრამების დანერგვას წინ უძღოდა საჯარო სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პედაგოგებთან და მოსწავლეების მშობლებთან ინტენსიური საინფორმაციო შეხვედრები. მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
პროგრამების მიზანია ნივთიერებათა ავადმოხმარებასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების ცოდნა და მათი მინიმუმამდე დაყვანა, პრევენცია და მოზარდებში დამცავი ფაქტორების გაძლიერება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203