რესურსცენტრების უფროსობის მსურველებისთვის გასაუბრებები 13 მაისიდან დაიწყება - დეტალები
02-05-2024
საგანმანათლებლო რესურსცენტერების უფროსების პოზიციებისთვის კონკურსის მეორე, გასაუბრების ეტაპი 13 მაისიდან დაიწყება - აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-ს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განუცხადეს. 

უწყების განმარტებით, გასაუბრებები 13 მაისიდან დაიწყება და 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. კანდიდატებისთვის გასაუბრება განათლების სამინისტროში გაიმართება და მას შესაბამისი კომისიის წევრები ჩაატარებენ. 

დამატებით მონაცემებს - გასაუბრების ეტაპზე გადასული კანდიდატების რაოდენობებისა თუ კომისიის შემადგენლობის შესახებ საჯარო ინფორმაციის მიღების შემდგომ შემოგთავაზებთ. 

რაც შეეხება აჭარის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსობის მსურველთა გასაუბრებებს, უწყების განმარტებით, გასაუბრება კანდიდატებს აჭარის სამინისტროში ჩაუტარდებათ. კონკურისის მეორე ეტაპი კი  სავარაუდოდ 17 მაისიდან დაიწყება.

რესურსცენტრების უფროსების პოზიციის დასაკავებლად კონკურსში 660-ზე მეტი მსურველი მონაწილეობს
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203