„გადაარჩინე ქართული ენა, უთხარი არა ბარბარიზმებს!“ - რიყეთის საჯარო სკოლა ქართული ენის სიწმინდის სადარაჯოზე 
07-05-2024

„გადაარჩინე ქართული ენა უთხარი არა ბარბარიზმებს!“ - ამ ლოზუნგით მალხაზ შავაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების ხელმძღვანელობით, ბარბარიზმების წინააღმდეგ „გაილაშქრეს“.

„ენა ცოცხალი ორგანიზმია. ის საზოგადოებასთან ერთად იზრდება, ვითარდება და იცვლება. ამიტომაც, მას ცოცხალი არსებასავით სჭირდება მოფრთხილება. ენის მთავარ „დამბინძურებელს“ ბარბარიზმი და კალკი წარმოადგენს“,- გვეუბნებიან სკოლაში და თემის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების ხელმძღვანელობით, აღნიშნულ საკითხებზე იმუშავეს და პრეზენტაციები წარმოადგინეს სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა.

მოწაფეებმა თანამედროვე ბარბარიზმები და მათი ქართული შესატყვისები წარმოადგინეს და ენის სიწმინდის დაცვის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. 

სკოლაში მოსწავლეებსა და ღონისძიების ხელმძღვანელ მასწავლებლებს მადლობას უხდიან და აღნიშნევენ, რომ ენის ნორმების დაცვა ყველა მოქალაქის ვალდებულებაა!

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203