პირველკლასელთა რეგისტრაციის დეტალური ინტრუქცია - რა ინფორმაცია უნდა შეიყვანოთ ბავშვის სკოლაში დასარეგისტრირებლად
19-05-2024
პირველკლასელთა საჯარო სკოლებში საყოველთაო რეგისტრაცია 20 მაისს იწყება. სად უნდა დაარეგისტრიროთ ბავშვი და რა მონაცემები დაგჭირდებათ - გთავაზობთ, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გამოქვეყნებულ დეტალურ ინსტრუქციას.

ელექტრონული რეგისტრაციის გვერდზე შესასვლელად ბრაუზერში აკრიფეთ მისამართი:  http://registration.emis.ge შეგახსენებთ, რომ საიტი 20 მაისს 9:00 საათზე ჩაირთვება.

რომელ სკოლაში რამდენი ადგილია პირველკლასელთა მისაღებად - დეტალური ინფორმაცია


რეგისტრაციისას დაგჭირდებათ შემდეგი ინფორმაცია: ბავშვის პირადი ნომერი, სახელი, გვარი; ასევე ერთ-ერთი მშობლის (დედა /მამა/მეურვე/მზრუნველი) პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა. შემდგ კი უკვე სკოლის არჩევა მოგიწევთ. წინასწარ შერჩეული სკოლაში ბავშვის დასარეგისტრირებალდ უნდა აირჩიოთ  შესაბამისი რეგიონი, რაიონი, სასურველი სკოლა, სექტორი, ცვლა და სკოლის შენობა.

რეგისტრაციის დასრულებამდე ეკრანზე გამოდის მოსწავლის შესახებ რეგისტრაციის პროცესში მითითებული ინფორმაცია და უნიკალური კოდი, რომელსაც სისტემა ავტომატურად მიანიჭებს თითოეულ რეგისტრირებულ პირველკლასელს.

იხილეთ დეტალური ინსტრუქცია

რეგისტრაციის პროცესში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია პირი, რომელიც უშუალოდ ახდენს ბავშვის რეგისტრაციას.

ეკრანზე გამოსახულ რეგისტრაციის კოდს რეგისტრატორი მიიღებს, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე - ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

გაითვალისწინეთ, რეგისტრაციის კოდი უნიკალურია და მნიშვნელოვანია ბავშვის შემდგომი იდენტიფიცირებისათვის.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203