წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია
17-05-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივ განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო, შემეცნებით გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის VII და VII კლასების მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელები: ფიქრია გიორხელიძე და თამარ გრიგოლია) ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს ესტურმნენ.

მათ, ასევე მოინახულეს ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის ძეგლი, გეგუთის სასახლე.

გასვლითი აქტივობა განხორციელდა საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის კვირეულის ფარგლებში, (ისტორიის მასწავლებელი ფიქრია გიორხელიძე) და ჰქონდა, სასწავლო-აღმზრდელობითი მიზნები.

მოსწავლეები გაეცნენ რკინის ხანიდან ელინისტური ეპოქის ჩათვლით ვანის ტერიტორიაზე მოპოვებულ არქეოლოგიურ მასალას, დაათვალიერეს ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობები, ნუმიზმატიკის ნიმუშები.

„გეგუთის სასახლის მონახულება, ერთგვარად თამარობის დღის გამოხმაურება იყო. როგორც ცნობილია გიორგი III-მ აქ გამოაცხადა თანამოსაყდრედ თამარ მეფე“,- აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა ისაუბრეს თამარის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენების შესახებ.

„წმინდა მეფეს მიუძღვნეს ლექსები. გადაიღეს უამრავი სამახსოვრო ფოტო. მსგავსი აქტივობები ვფიქრობთ ყველაზე მეტად ხელს უწყობს მოსწავლეებში პატრიოტული და ეროვნული სულისკვეთების გაღვივებას, საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის მიმართ პატივისცემისა და სიყვარულის განმტკიცებას. გარდა ამისა ხელს უწყობს მოსწავლეებს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203