რომელ სკოლაში რამდენი ადგილია პირველკლასელთა მისაღებად - დეტალური ინფორმაცია
18-05-2024

2024-2025 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 20 მაისს, 09:00 საათზე იწყება და 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე -registration.emis.ge.

გაითვალისწინეთ, რომ სკოლებში პირველკლასელთა მისაღებად განსაზღვრული ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და ხშირად, დიდი კონკურენციის გამო სასურველ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ბავშვის რეგისტრაცია მარტივი ნამდვილად არ არის. ამასთან, სკოლების ნაწილში შესაძლოა, აღარ იყოს თავისუფალი ადგილები და ის რეგისტრაციის პირველ და მეორე ეტაპზე იყოს შევსებული. ამიტომ, მნიშვნელოვანია სასურველ სკოლაში პირველკლასელებისთვის განსაზღვრული თავისუფალი ადგილების რაოდენობა წინასწარ გადაამოწმოთ.

ხოლო საჯარო სკოლებში პირველკლასელთა მისაღებად არსებული თავისუფალი ადგილების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე  https://skolebi.emis.ge/ 

საძიებო ველში ჩაწერეთ რეგიონი, რაიონი და აირჩიეთ სასურველი სკოლა და გაეცანით დეტალურ ინფორმაციას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203