მე-12 კლასელებისთვის წლიური ნიშნის დაწერის საბოლოო ვადები - ინსტრუქცია პედაგოგებს
17-05-2024
2023-2024 სასწავლო წელი 20 მაისს სრულდება მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის. ეს კი ნიშნავს, რომ ახლოვდება საბოლოო ქულების გაგების დროც.

აღსანიშნავია, რომ საგნის პედაგოგებს ელექტრონულ ჟურნალში ნიშნების კორექტირება, ბოლო გაკვეთილიდან 8 კალენდარული დღის განმავლობაში შეუძლიათ. შესაბამისად, სასწავლო წლის ბოლოს შესაძლოა, მოსწავლეებმა არ იცოდნენ ყველა საგანში არსებული საბოლოო შეფასება. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ელ. ჟურნალი ავტომატურად ითვლის მოსწავლის წლიურ შეფასებას და მასწავლებლებს აღარ სჭირდებათ თოტოიული მოსწავლის ნიშნის ინდივიდუალური გამოთვლა და გამოყვანა.  როგორც ელექტრონული რესურსების პორტალზეა განმარტებული „მოსწავლის სემესტრული და წლიური შეფასების გამოანგარიშებას სისტემა ავტომატურად ახდენს ერონული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით“. 

ამასთან, შეგახსენებთ რომ სემესტრული და წლიური შეფასება შეგიძლია ნახოთ მოდულიდან „მონაცემები“ - გვერდზე „ჯამური შეფასების რეპორტი“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203