საციხურის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეთა ბიოლოგიის საინტერესო გაკვეთილი სწავლა კეთების მეთოდის გამოყენებით 
07-05-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ეფექტური სწავლებისთვის სხვადასხვა სასწავლო მეთოდს სთავაზობენ და მათ მოტივაციაზე ზრუნავენ. 

ახლახან, საციხურის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებელმა გულნაზ მარკოიძემ მე-8 კლასში ჩაატარა მეტად საინტერესო სასწავლო გაკვეთილი კეთებით სწავლების მეთოდის გამოყენებით. 

მოსწავლეებმა შეისწავლეს პულსისა და არტერიული წნევის გაზომვა.

ბიოლოგიის გაკვეთილზე კეთებით სწავლების ეფექტურობა ნამდვილად აღსანიშნავია.  მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა, რაც ბავშვების აქტიურობასა და ჩართულობაზე აისახა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203