ტაბახმელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბადმინტონში, რაიონულ პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს
07-05-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა ინტერესებსა და სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობაზე აისახება. 

წითელი ჯვრისა და ახალგაზრდული იდეის ორგანიზებით 4 მაისს გამართულ ბადმინტონის რაიონულ პირველობაზე ტაბახმელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს.

გოგონათა შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

I-ადგილი ქრისტინე ხოზრევანიძე;
II-ადგილი ანასტასია გობაძე;
III-ადგილი მარი ხოზრევანიძე.

ვაჟთა შორის:

I-ადგილი ლუკა გობაძე;
II-ადგილი თორნიკე გობაძე.

მოსწავლეთა მწვრთნელი ვარლამ ხოზრევანიძე გახლავთ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ მწვრთნელს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდიან. 

„ჩვენი სკოლის პედკოლექტივი მადლობას ვუხდით ვარლამ ხოზრევანიძეს გაწეული შრომისთვის, მშობლებს მხარდაჭერისთვის, მოსწავლეებს ჩართულობისთვის და კარგი თამაშისთვის! მადლობა ღონისძიების მოწყობის ორგანიზატორებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203