ცუცხვათის საჯარო სკოლის მოსწავლეები სააღდგომო გათამაშებას საინტერესო აქტივობებით შეუერთდნენ
07-05-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლაში უცხოური ენის ხარისხიანი ცოდნის მნიშვნელობა კარგად ესმით. შესაბამისად, ინგლისური ენის საფუძვლიანად დასაუფლებლად, მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში არიან ჩართულნი.

ახლახან, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლამ, უცხო ენების კათედრის სახელით, მონაწილეობა მიიღო English Book Education-ის სააღდგომო გათამაშებაში.

მოსწავლეები გათამაშებას საინტერესო აქტივობებით შეუერთდნენ, მათ შორის სააღდგომო ტრადიციების შესახებ კედლის გაზეთები მოამზადეს და ინგლისური ენის ცოდნა წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში მოსწავლეთა ჩართულობა წახალისებულია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203