ფუშრუკაულის საჯარო სკოლის „ეკოპატრიოტების“ დედამიწის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო აქტივობები
07-05-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში კლუბი „ეკოპატრიოტები“ წარმატებით მუშაობს. ეკოკლუბელები სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობებში მონაწილეობენ და ბუნებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამჟამად ეკოკლუბი მასშტაბურ გარემოსდაცვით პროექტში - „ნიკო კეცხოველის პრემია“ არის ჩართული და კონკურსის ფარგლებში არაერთ ეკოაქტივობას ახორციელებს. 

22 აპრილს, სკოლის ეკოკლუბელებმა სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს დედამიწის დღე. 

აქტივობები, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის ფარგლებში მოეწყო და დევიზი იყო - „ვიმოქმედოთ კლიმატისათვის“

„ეკოპატრიოტების“ წევრებმა გააფერადეს ნახატები გარემოსდაცვითი მოწოდებებით, მოაწყვეს გამოფენა, ასევე დაამზადეს საყვავილეები და დარგეს ქოთნის მცენარეები. 

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ყოველწლიურად ამ დღეს მილიონობით ადამიანი მთელი მსოფლიოდან ერთი იდეის გარშემო ერთიანდება და ცდილობს, საკუთარი წვლილი შეიტანოს პლანეტის დაცვასა და გარემოზე ზრუნვაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203