ტყიბულის N7 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
07-05-2024
ტყიბულის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

24 აპრილს, სკოლაში, გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა. 

პროექტში მე-6, მე-7 და მე-8 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი:

I "მირაჟი" (მე-7 კლასი, კაპიტანი:ლუკა ცერცვაძე);
II "ფანტაზია" (მე-7 კლასი, კაპიტანი: გიორგი გოგილიძე);
III  "შევარდენი" (მე-6 კლასი, კაპიტანი: ელენე აშოთია).

გამარჯვებული მოსწავლეები კონკურსის შემდეგ ეტაპზე გააგრძელებენ ასპარეზობას. სკოლაში მათ წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203