აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის შეიქმნება სამოტივაციო მექანიზმები
21-06-2022

თბილისის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა:

ქვეპროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების და მრავალშვილიანი ოჯახის  წევრი სტუდენტების მხარდაჭერა, მათთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის  უზრუნველყოფა. ასევე, სწავლის ხარისხის ამაღლება და  წარმატებული სტუდენტების წახალისება, მაღალი კვალიფიკაციის კადრების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. დასახული მიზნების მისაღწევად განხორციელდება: 1) სოციალურად დაუცველი სტუდენტების, შშმ სტუდენტების და მრავალშვილიანი ოჯახის  წევრი  სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება (სახელმწიფოს მიერ აღიარებული გრანტის ფარგლებში), მოთხოვნისა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად 2) თბილისში რეგისტრირებული წარმატებული მაგისტრანტებისთვის სტიპენდიების გაცემა 3) შეიქმნება სამოტივაციო მექანიზმები სტუდენტთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203