სიყვარულის, სითბოს და სიხარულის გაზიარების დღე და მეოთხეკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება ალერტკარის საჯარო სკოლაში
26-04-2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, სასწავლო წელი დასასრულისკენ მიდის, თუმცა პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეებს მოტივაცია არ დაუკარგავთ, ენთუზიაზმით არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში და სასკოლო ღონისძიებებშიც დიდი ინტერესით მონაწილეობენ. 

სკოლაში გამართულ მრავალფეროვან ღონისძიებათა შორის ერთ-ერთი შთამბეჭდავი მე-4 კლასელთა წარმოდგენა, რომელიც გაზაფხულს ეძღვნებოდა. 

„შედგა სიყვარულის, სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში, რომლის ემოციებიც მოსწავლეებს დღემდე მოყვებათ

ბავშვებმა წაიკითხე ლექსები, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ავტორი, მე-4 კლასის ხელმძღვანელი რადმილა აბსავა და მუსიკის მასწავლებელი თინათინ ლაგვილავა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203