ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში ასტრონომს უმასპინძლეს
29-04-2024
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლეების თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ.

ამის ნათელი მაგალითია, სკოლაში გამართული საინტერესო შეხვედრა და მიწვეული საპატიო სტუმარი -  ასტრონომი, მეცნიერი და პედაგოგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, შალვა საბაშვილი.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში გამართული შეხვედრის ინიციატორი ფიზიკის მასწავლებელი მევლუდ ვერულაშვილი გახლდათ. 

სტუმარმა აუდიტორიას საინტერესოდ ესაუბრა მეცნიერების, ასტრონომიის ისტორიაზე, გამოჩენილ მეცნიერებზე, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს მის განვითარებაში.

მომხსენებელმა, მოსწავლეებს უამბო პლანეტებზე, მზის სისტემასა და სხვა მრავალ საინტერესო საკითხზე. ბოლოს კი ამომწურავად და საინტერესოდ უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს.

აღსანიშნავია, რომ პროფესორმა სკოლას საჩუქრად გადასცა თავისი წიგნები.

„სკოლის ცხოვრებაში კიდევ ერთი საინტერესო ისტორია ჩაიწერა“, - ასე შეაფასეს სკოლაში დღე, რომელმაც სრულიად სასკოლო საზოგადოება დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აავსო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203