ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში, VII კლასებს შორის, გეოგრაფიაში კონკურსი ჩატარდა
26-04-2024
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. მოსწავლეებს პროფესიონალი პედაგოგები არაერთ აქტივობას სთავაზობენ, რითაც საგაკვეთილო პროცესს მეტად ამრავალფეროვნებენ. 

ამჯერად, პედაგოგ ქეთევან ქვაჩაკიძის ხელმძღვანელობით, VII კლასებს შორის, გეოგრაფიაში კონკურსი ჩატარდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. 

მათ შეკითხვებს უპასუხეს, გეოგრაფიის ცოდნა გამოავლინეს, დრო ნაყოფერად გაატარეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ. აღსანიშნავია, რომ კლასებმა ერთმანეთს ღირსეული კონკურენცია გაუწიეს.

კონკურსს დირექციისა და კათედრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203