ქუთაისის N4 სკოლის V კლასის მოსწავლეებმა წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
26-04-2024

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნებს სხვადასხვა სახალისო აქტივობის მეშვეობით აყვარებენ. ბავშვები კი ამ აქტივობებში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის V კლასის მოსწავლეებმა წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს.

მათ სკოლაში მიიტანეს თავიანთი საყვარელი ნაწარმოებები, წაიკითხეს ნაწყვეტები, მეგობრებს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და დაასაჩუქრეს ერთმანეთი წიგნებით. 

აქტივობები მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მათ კიდევ ერთხელ გააანალიზეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წიგნების კითხვა ადამიანების მრავალმხრივ განვითარებისთვის.

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს მსოფლიოში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. თარიღი „იუნესკომ“ აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203